სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას ხსნის
სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას ხსნის

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

როგორც ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან აღნიშნულ ოლქში კანდიდატის დასახელება გახდა.

„მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად!!!გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა!!! ეტყობა, მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ!!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი!!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ!!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!!!“, – წერს სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი