სანდრო ბრეგაძე - უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ქვეყნების ინტერესებს ატარებენ, საიდანაც ფინანსდებიან, ასეთი ორგანიზაციები საერთოდ უნდა აიკრძალოს
სანდრო ბრეგაძე - უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ქვეყნების ინტერესებს ატარებენ, საიდანაც ფინანსდებიან, ასეთი ორგანიზაციები საერთოდ უნდა აიკრძალოს

უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ქვეყნების ინტერესებს ატარებენ, საიდანაც ფინანსდებიან, ასეთი ორგანიზაციები საერთოდ უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან ეს რევანშია, რადგან „ქართული მარში“ სოროსის ფონდის აკრძალვის მოთხოვნით აქციებს ატარებს.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს სოროსის ფონდთან. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთგვარი რევანში ჩვენ მიერ ჩატარებული აქციებისა, რომელსაც სოროსის ფონდის აკრძალვის მოთხოვნით ვატარებთ. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის ორგანიზაციები საერთოდ უნდა აიკრძალოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ იმ ქვეყნების ინტერესებს, საიდანაც ფინანსდებიან და არა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც უნდა ემსახურებოდნენ. აქედან გამომდინარე მათი ე.წ „ობიექტურობა“ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ეს არის სუბიექტური პარტიული დანამატი, რომელიც იმართება გიგა ბოკერიას ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების სირცხვილი, როცა მათ რიგებში არსებობს ასეთი ტიპის ანგაჟირებული ორგანიზაცია“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული მარშის“  კამპანიაში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება.

დატოვე კომენტარი