სანდრო ბრეგაძე - ვაპირებ, გამოძიებას გადავცე დოკუმენტაცია, თუ როგორ აღვივებენ მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას პარტიები სეპარატისტულ ტენდენციებს
სანდრო ბრეგაძე - ვაპირებ, გამოძიებას გადავცე დოკუმენტაცია, თუ როგორ აღვივებენ მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას პარტიები სეპარატისტულ ტენდენციებს

პარტია „ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბრეგაძე აცხადებს, რომ გამომძიებელს მიაწოდებს დოკუმენტაციას მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას შესახებ, რომლებიც, მისივე მტკიცებით, მარნეულში სეპარატისტულ ტენდენციებს აღვივებენ.

„დაბარების კონკრეტული მიზეზი გამომძიებელს, რომელიც  დამიკავშირდა, არ აუხსნია. თუმცა, ჩემი ვარაუდოთ, ეს უკავშირდება მარნეულს. ასევე, ვაპირებ, გამოძიებას გადავცე გარკვეული დოკუმენტაცია მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები სეპარატისტული ტენდენციების, ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართულ მოსახლეობაში. საუბარია, მათ ადგილობრივ წარმომადგენლებზე, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია ვინმე იმამკულიევი. ისინი ცდილობენ, აზერბაიჯანული მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს ქართველები მიდიან მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.