სანდრო ბრეგაძე - მივმართავ საპატრიარქოს, გააკეთოს საგანგებო განცხადება და ქუდზე კაცი გამოიძახოს, რათა ერის ღირსება დავიცვათ
სანდრო ბრეგაძე - მივმართავ საპატრიარქოს, გააკეთოს საგანგებო განცხადება და ქუდზე კაცი გამოიძახოს, რათა ერის ღირსება დავიცვათ

მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს თავის გაწირვა, არ დავუშვებ გეიაღლუმს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

ბრეგაძე საპატრიარქოს მიმართავს და მოუწოდებს, „ქუდზე კაცი” გამოიძახოს.

„ხვალ, მამათმავლები გამოდიან ქუჩაში, რათა მთელ ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი ქართველ ერს აყენებენ. მას შემდეგ, რაც მოახდინეს რუსთაველის გამზირის ოკუპაცია, ახლა მოინდომეს მთელი დედაქალაქის და ალბათ შემდგომში მთელი საქართველოს ოკუპაცია. მე, როგორც სანდრო ბრეგაძე, ყოველგვარი რეგალიების გარეშე, გიცხადებთ, მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს თავის გაწირვა, თავის დადება, არ დავუშვებ გეიაღლუმს. რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოხდეს, გინდა ახალგაზრდები გამოიყვანეთ, გინდა სტუდენტები და გინდა სკოლის მოსწავლეები. 100 000 ადამიანი რომ შეიკრიბოთ, არ დავუშვებ გეიაღლუმს.

ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, მაღალ ღმერთს, იესო ქრისტეს გეფიცებით, არ დავუშვებ გეიაღლუმის ჩატარებას. მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდს, წმინდა ეკლესიას გააკეთოს საგანგებო განცხადება და ქუდზე კაცი გამოიძახოს რათა დავიცვათ ერის ღირსება”, – ამბობს ბრეგაძე ვიდეომიმართვაში.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.