სამვარსკვლავიანმა სისტემამ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის ქვაკუთხედი კიდევ ერთხელ დაამტკიცა
სამვარსკვლავიანმა სისტემამ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის ქვაკუთხედი კიდევ ერთხელ დაამტკიცა

მეცნიერებმა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის უმთავრესი კომპონენტი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

კერძოდ, ორი თეთრი ჯუჯისა და ერთი ნეიტრონული ვარსკვლავისგან შემდგარმა ტრიომ თავისუფალი ვარდნის კონცეპტის დემონსტრირება მოახდინა. ამის შესახებ მეცნიერები ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იუწყებიან.

ეს იდეა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ვარდნილ ობიექტს გრავიტაცია თანაბრად აჩქარებს, ექსპერიმენტით პირველად გალილეო გალილეიმ წარმოადგინა პიზის დახრილ კოშკში.

აღნიშნული მოსაზრების მართებულობა ეჭვქვეშ დგებოდა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობისას. თუმცა, სამ ვარსკვლავზე ჩატარებულმა წარმოუდგენლად ზუსტმა გაზომვებმა ის და შესაბამისად, აინშტაინის თეორიაც დაადასტურა.

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ სამ ვარსკვლავს შორის თავისუფალი ვარდნის უჩვეულო მაგალითი გამოავლინეს.

სამმაგ სისტემაში წარმოდგენილია ერთმანეთის გარშემო სწრაფად მოძრავი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი და პულსარი, სახელად PSR J0337+1715 — ჩვენს მზეზე 1,4-ჯერ მასიური მკვდარი ვარსკვლავი, რომლის დიამეტრის სულ რაღაც 24,9 კილომეტრია.

მათ ასევე გარს უვლის კიდევ ერთი თეთრი ჯუჯა, ზუსტად ისე, როგორც დედამიწა და მთვარე მზის გარშემო მოძრაობისას.

ეს შემთხვევა მეცნიერებს უჩვეულო შანსს აძლევდა — მართალია, მათ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მზის სისტემაშიც შეუძლიათ, მაგრამ ეჭვობდნენ, რომ საკუთარი გრავიტაციის შედეგად ერთად თავმოყრილ ობიექტებს, მაგალითად პულსარებს, შეიძლება, თავისუფალი ვარდნის უნივერსალური პრინციპი დაერღვიათ.

ასეთი დარღვევა კი შეეწინააღმდეგებოდა ზოგად ფარდობითობას, რომელიც მუდმივ გრავიტაციულ აჩქარებას ყველა სცენარში უშვებს.

ვარსკვლავების ადგილმდებარეობებზე ნანოწამების სიზუსტით დაკვირვების შემდეგ, მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პირველი თეთრი ჯუჯა და პულსარი მეორე თეთრი ჯუჯის მიმართულებით ზუსტად ერთნაირი ტემპით ჩქარდებოდა — ეს კი ფარდობითობის ზოგად თეორიას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.