სამხრეთ კორეაში 12-დან 17 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება, 75 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი, ე.წ. ბუსტერი დოზა იქნება ხელმისაწვდომი
სამხრეთ კორეა 12-დან 17 წლამდე მოზარდების ვაქცინაციას დაიწყებს, 75 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის რისკებს. სამხრეთ კორეაში ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება ე.წ ბუსტერ დოზას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, მესამე დოზა განკუთვნილია რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის და მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის.