სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გმობს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გმობს.
რამაფოსა აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები გაუმართლებელია და იმედგაცრუებულია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააუქმონ აკრძალვები. სირილ რამაფოსას განცხადებით, მოგზაურობის აკრძალვებისთვის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა უსამართლო დისკრიმინაციის მსხვერპლია.
„ერთადერთი, რასაც მოგზაურობის აკრძალვა გააკეთებს ისაა, რომ მეტ ზიანს მიაყენებს დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის მათ უნარს, რეაგირება მოახდინონ პანდემიაზე“, – განაცხადა რამაფოსამ.