სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ღაზაში ჩადენილი ქმედებების გამო, სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო“.

სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს“.