სამხრეთ აფრიკამ ჰააგას გადაუდებელი მოთხოვნა წარუდგინა, სადაც ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს
სამხრეთ აფრიკამ ჰააგას გადაუდებელი მოთხოვნა წარუდგინა, სადაც ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს

სამხრეთ აფრიკამ ჰააგას გადაუდებელი მოთხოვნა წარუდგინა, სადაც ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს.

სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ „იძულებულია, დაუბრუნდეს სასამართლოს ახალი ფაქტებისა და ღაზაში სიტუაციის ცვლილებების გათვალისწინებით – განსაკუთრებით შიმშილის გამო, რომელიც გამოწვეულია უწყვეტი და საშინელი დარღვევებით; 2024 წლის 26 იანვარს სასამართლოს მიერ მითითებული საგანგებო ზომების მუდმივი და აშკარა დარღვევით”.

განცხადებაში სამხრეთ აფრიკა სთხოვს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, „მიუთითოს ისრაელს საგანგებო ზომების შესახებ ან შეცვალოს საგანგებო ზომები“, რომელიც გამოიცა იანვარში.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით 26 იანვარს დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს. ამასთან, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.