ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს

22:31, 26.01.2024

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.

სასამართლოს დადგენილებაში საგანგებო ზომებია ჩამოთვლილი, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ავალდებულებს:

„თავიდან აირიდოს ისეთი ქმედებები, რომელიც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ მენტალურ თუ ფიზიკურ ზიანს აყენებს პალესტინელებს. ეს ქმედებები მითითებულია გენოციდის კონვენციის შესახებ მეორე მუხლში;

უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ ზემოხსენებულ აქტებს;

აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი პირდაპირი თუ საჯარო წაქეზება გენოციდისკენ;

უზრუნველყოს ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის გადაუდებლად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება და ძირითადი სერვისები;

აღკვეთოს განადგურების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია გენოციდის აქტების ბრალდებებთან;

სასამართლოში წარმოადგინოს ამ დადგენილებების შესრულებისთვის ყველა მიღებული ზომის შესახებ ანგარიში“.

ამასთან, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი