ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. გადაწყვეტილებას 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს.

სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს.

სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილ ზომებს შორის არის ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა.

სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება საქმის ძირითად ბრალდებას, მოხდა თუ არა გენოციდი ღაზაში.

პარალელურად, ისრაელის მხარე სასამართლოს საქმის პირდაპირ უარყოფას სთხოვს. ქვეყნის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი სასამართლოსგან „ყალბი ბრალდებების“ გაუქმებას ელოდებიან.

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო.