ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა დაიწყო
ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა დაიწყო

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია.

„ძალადობა და ნგრევა პალესტინაში 7 ოქტომბერს არ დაწყებულა, ისინი ძალადობას განიცდიან ბოლო 76 წლის განმავლობაში. ღაზის სექტორში 2004 წლიდან ისრაელი აკონტროლებს სახმელეთო გადასასვლელებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ღაზაში, სადაც ისრაელი მართავს რამდენიმე შესასვლელს, შესვლა და გასვლა მკაცრად აკრძალულია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ღაზა კვლავ ოკუპირებულად ითვლება. სამხრეთ აფრიკამ ცალმხრივად დაგმო „ჰამასის“ მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და მძევლების აყვანა 2023 წლის 7 ოქტომბერს. მაგრამ ვერცერთი თავდასხმა, რაც არ უნდა სერიოზული იყოს, ვერ იქნება კონვენციის დარღვევის გამართლება. ისრაელმა გადალახა ეს ზღვარი და დაარღვია კონვენცია“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ.

ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ადვოკატს, ადილა ჰასიმს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომის დროს ისრაელი გენოციდს ჩადის. ადვოკატის განცხადებით, პალესტინელებს კლავენ სხვადასხვა შეიარაღებით, ისინი ასევე არიან სიკვდილის რისკის ქვეშ შიმშილის, დაავადებების გამო და დაბომბვის გამო ფერხდება შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარების განაწილება, რაც ღაზაში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ღაზის საქმის კიდევ ერთმა ადვოკატმა, თემბეკა ნგკუკაიტობიმ წარმოაიდგინა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის „გენოციდური რიტორიკა“.

„გენოციდური გამონათქვამები არ არის ცალკე, ისინი განსახიერებულია სახელმწიფო პოლიტიკაში. განადგურების განზრახვა ესმით ადგილზე მყოფ ჯარისკაცებს“, – განაცხადა ადვოკატმა.