სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება ლეგალური გახდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება და მცირე რაოდენობით შენახვა ლეგალური გახდა.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კერძო საკუთრებით. ამიერიდან, სრულწლოვანი პირის მიერ მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ იქნება“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოპოზიცია ჯერ კიდევ 2014 წელს ითხოვდა მარიხუანას ლეგალიზაციას. ქვეყნის დედაქალაქში ამავე მოთხოვნით ყოველწიურად მიტინგები იმართებოდა.