სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა აფრიკის ეროვნული კონგრესის მოწოდებების შედეგად თანამდებობის დატოვებას აანონსებს. ზუმამ კორუფციული სკანდალის გამო აფრიკის ეროვნული კონგრესის მხარდაჭერა დაკარგა.
75 წლის ზუმას წინააღმდეგ 750 საქმეა აღძრული. მას კორუფციაში, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ზუმა ყველა ბრალდებას უარყოფს.
ჯეიკობ ზუმა აფრიკის პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს.