სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 600 000-სს გადააჭარბა
სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 600 000-სს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ჯამში ინფიცირების 600 000-ზე მეტი შემთხვევის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
განახლებული მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილია ინფიცირების 603 338 შემთხვევა, მათ შორის 12 843 ლეტალური აღმოჩნდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების 3 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.