სამხრეთ აფრიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 40%-ს მიაღწიოს
სამხრეთ აფრიკის ხაზინის გენერალური დირექტორი, დონდო მოხაჯანი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უმუშევრობის დონემ შესაძლოა 40%-ს მიაღწიოს.
დონდო ბოხაჯანიმ ამის შესახებ რადიო ინტერვიუს დროს განაცხადა და დაამატა, რომ 2020 წელში, ქვეყანას 200 მილიარდი რანდით ნაკლები საგადასახადო შემოსავალი ექნება.
ამასთან ერთად, გენერალური დირექტორის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება 6%-12%-ით შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში სამხრეთ აფრიკა კორონავირუსის მიერ, ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა იქნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.