თბილისში, სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საწყობთან მეხანძრეები არიან მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, საბურავების და პლასტმასის საწყობი იწვის.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.
ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად.