სამგორის რაიონში საბურავებისა და პლასტმასის საწყობი იწვის [ფოტო]

19:41, 12.05.2021

თბილისში, სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საწყობთან მეხანძრეები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, საბურავების და პლასტმასის საწყობი იწვის.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად.

მსგავსი