სამგორის რაიონის გამგებელი - ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ
სამგორის რაიონის გამგებელი - ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ.

„მთელი ღამე ვიყავით მოსახლეობასთან ერთად და ვებრძოდით ხანძარს. შევხვდებით მოსახლეობას, გავიგებთ მათ მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დარჩეს უყურადღებოდ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პროცესში ვიქნებით ჩართული.

ძალიან რთულია ზარალზე საუბარი. შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. როდესაც შევლენ და დაიწყებენ დათვლას, მას შემდეგ შეიძლება, ზარალზე ვისაუბროთ. რაც გადარჩენილია, არავინ არ გაანადგურებს. ტერიტორია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არის იზოლირებული. ბაზრის წარმომადგენლებთან დაგეგმილია შეხვედრა დღეს, რამდენიმე ხანში მათთან გვექნება კომუნიკაცია და საუბარი“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

ვარკეთილის ბაზრობაზე ღამით ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.