სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში წვიმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში წვიმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ძლიერი წვიმის შედეგად სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში ხუთზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია სოფლის ინფრასტრუქტურა, პრობლემები შეიქმნა გზებზეც.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანენ.

დაზარალებულებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულებს დედაქალაქის მერია დაეხმარება.

„თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამ ადამიანებს აღუთქვა დახმარება, რაც არის საჭირო. მან გაიგო ამ ხალხის ტკივილი. შევთავაზეთ ამ ადამიანებს, ვისაც არ აქვს დასარჩენი ადგილი, რომ გადავიყვანოთ სასტუმროში. რაც დავითვალეთ, ხუთი ოჯახი არის დაზარალებული. სახურავების გადახდა მოხდა, ამან გამოიწვია გარკვეული ნაწილი შენობების დაზიანება, სადაც არის საფრთხე იმის, რომ იქ ადამიანების დარჩენა არ შეიძლება. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სამუშაოები, რათა აღდგეს გარე განათების სისტემა“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი