თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ. უმაღლესი სასწავლებლის რექტორობისთვის ორი კანდიდატი – ზურაბ ვადაჭკორია და მაია დგებუაძე იბრძვის.
რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომელიც 18 წევრს აერთიანებს. კანდიდატებმა რეგისტრაცია ერთი თვით ადრე გაიარეს.
„რექტორი ირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.
კანდიდატებმა სამოქმედო გეგმა უკვე წარმოადგინეს, მაგრამ მის პრეზენტაციას უშუალოდ კენჭისყრის წინ აკადემიურ საბჭოსთან გამართავენ. ამის შემდეგ კი, დაიწყება ხმის მიცემის პროცედურა. ახლად არჩეული რექტორი საქმიანობას 18 თებერვლიდან შეუდგება“, – განაცხადა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მზია დუნდუამ.
არჩევნების შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.