ექიმსა და პაციენტს შორის დავების განხილვაში სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერტები ჩაერთვებიან

19:43, 11.05.2018

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად სარეცენზიო მომსახურების გაწევას გულისხმობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღნიშნულ მომსახურებაზე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო.

მსგავსი