შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ – ასე ჰქვია პროექტს რომელიც მეორე წელია ხორციელდება. მხარეებმა დამსწრე პირებს პროექტის მიზნები და მიღწევები გააცნეს.

„პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს. მისი პრეზენტაცია გვაქვს პარტნიორებთან, რათა გავაცნოთ, რა გავაკეთეთ ამ დროის განმავლობაში. ვხვდებით ასევე შშმ პირების მხარდამჭერი ცენტრების წარმომადგენლებს. რაც შეეხება თავად პროექტს „ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ ის ითვალისწინებს, როგორც კლინიკურ, ისე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას და ასევე მომსახურების სფეროს განვითარებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რათა უფრო დაცული იყოს შშმ პირების უფლებები“, – განაცხადა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, არჩილ უნდილაშვილმა.