სამების საკათედრო ტაძარში ალილოსთვის ემზადებიან. წინა წლებისგან განსხვავებით, ტრადიციული ალილო წელს პანდემიის გათვალისწინებით განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, მას არ ექნება თეატრალური ხასიათი და ასევე არ მოხდება ფეხით მსვლელობაც.
ამის ნაცვლად, სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და 14:00 საათისთვის დედაქალაქის სამი მიმართულებით მოაწყობენ ავტომობილებით მსვლელობას, რა დროსაც მოხდება ქუჩების წყლით კურთხევა.
ამასთან, ავტომობილებზე დამონტაჟებული იქნება დინამიკები, რათა მსვლელობისას ჩართული იყოს საშობაო გალობა.
გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმევა სპეციალური კარავი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება, მიიტანოს ნობათი, რომელიც შემდგომ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება. კარავი რესპუბლიკის მოედანზე ორიდან ხუთ საათამდე იქნება განთავსებული.