ბათუმში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს
ბათუმში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს.

ქრისტეშობის მახარობლები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ და ქალაქის ქუჩებს მოივლიან.

გზადაგზა მათ სხვადასხვა ეკლესიის მრევლიც უერთდება.

ალილოს მონაწილეებს რიგით ბათუმელებთან ერთად საშობაო საჩუქრებს კომერციული ობიექტები, სხვადასხვა კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურებიც გადასცემენ.

შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს დაურიგდება.