საშობაო ალილო ფოთში [ფოტო]
საშობაო ალილო ფოთში [ფოტო]

ფოთში, საშობაო ალილო ჩატარდა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს.

საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

ალილოზე შეგროვდა სურსათ-სანოვაგე, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აღდგა.