ქუთაისში საშობაო ალილო მოეწყო
ქუთაისში საშობაო ალილო მოეწყო

ქუთაისში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო.

სასულიერო პირებმა, ქრისტეშობის მახარობლებმა, მორწმუნეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. მათ ალილოს საგალობლით​ ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ახლად აშენებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც წირვას დაესწრნენ.

მსვლელობისას მიღებული ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.