ქუთაისში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო.
სასულიერო პირებმა, ქრისტეშობის მახარობლებმა, მორწმუნეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. მათ ალილოს საგალობლით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ახლად აშენებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც წირვას დაესწრნენ.
მსვლელობისას მიღებული ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.