სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, შენობა სრულად ევაკუირებულია.