სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია

14:35, 15.08.2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. 

მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, შენობა სრულად ევაკუირებულია.

მსგავსი