სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან.
სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ხელოვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს.
ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ანზორ ერქომაიშვილს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.