„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმასთან“ ხელშეკრულებას წყვეტს
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმასთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმასთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

„შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს მკაცრი კონტროლისა და დარღვევებზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკას.

ამ პოლიტიკის ფარგლებში, ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს დარღვევების უსწრაფეს გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას.

სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.

კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, რის შედეგადაც, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანიის“ მიერ წერილით მიემართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკის გაგრძელებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, უზრუნველყოს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება“, – აღნიშნულია სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანიის განცხადებაში.