პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთი არ განიხილავს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთი არ განიხილავს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას

პოლონეთი არ განიხილავს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა გააკეთა.

მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, დასავლელი მოკავშირეების შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველაზე აქტიური დისკუსია უკრაინაში სამხედროების გაგზავნის თემის ირგვლივ იყო. დუდამ ორჯერ გაიმეორა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთის შემთხვევაში არ იქნება.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეა ვარშავაში არ განიხილება.

შეგახსენებთ, პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაუშვა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, უკრაინაში სამხედროები გააგზავნოს, თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე კონსესუსი არ არსებობს.