სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს წლიური ანგარიში 31 მარტამდე უნდა წარუდგინოს
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტს წლიური ანგარიში 31 მარტამდე უნდა წარუდგინოს.
ანგარიშის წარდგენის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით. რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.