სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევის ფაქტები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევის ფაქტები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება

სახელმწიფო დეპარტამენტის „საინვესტიციო კლიმატის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევის ფაქტები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
„საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ჩარევა გამოწვევად რჩება. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში“ ნათქვამია, რომ მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონდებლო ჩარევები ჯერ კიდევ სუბსტანციურ პრობლემად რჩება, ისევე როგორც კორუფცია, გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სასამართლო პროცესების გარშემო.

ამასთან, პრობლემად რჩება საქმეების განხილვის დაგვინება. საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. საქართველოში სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის რეკომენდაციები 2019 წელს დაამტკიცეს. ეს რეფორმები საკანონმდებლო ცვლილებებს, საქმეების მენეჯმენტის გამარტივებასა და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებას მოიცავს“, – წერია ანგარიშში.

მასში ასევე, ნათქვამია, რომ მოსამართლეები როგორც სისტემის შიდა, ასევე გარე ზეწოლისადმი მოწყვლადები არიან. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე საუბარია კორუფციაზე.

„მართალია, საქართველო წარმატებით ებრძვის აშკარა, დაბალი რანგის წრეებში არსებულ კორუფიციას, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ მოწყვლადია იმ ტიპის კორუფციისადმი, რომელსაც „საერაშორისო გამჭვირვალობა“ ელიტურ კორუფციას უწოდებს – როდესაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს პიროვნული მიზნების, სტატუსისა თუ შურისძიებისთვის იყენებენ. მართალია, ამ კუთხით მტკიცებულიება ძირითადად უსაფუძვლოა, თუმცა აღქმას, რომ ამ ტიპის კორუფცია საქართველოში არსებობს, შეუძლია საქართველოს ინტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოსადმი საზოგადოებისა და ინვესტორემის რწმენა შეარყიოს“, – ნათქვამია ანგარიშში.