ადენის ყურეში აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმა მოიგერია
ადენის ყურეში აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმა მოიგერია. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდმა, რომელიც კომერციულ გემებს იცავს „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან, ადენის ყურის თავზე იემენიდან გაშვებული გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
„რაკეტა სავარაუდოდ მიმართული იყო აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი გემისკენ, რომელზეც 18 ამერიკელი და ოთხი ბერძენი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გაანადგურა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც „ჰუსიტები“ აკონტროლებდნენ. უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა უშუალო საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკულ გემებსა და სხვა სავაჭრო გემებს რეგიონში“, – წერს ცენტრალური სრდლობა.
ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
April 24 Red Sea Update
At 11:51 a.m. (Sanaa time) on April 24, a coalition vessel successfully engaged one anti-ship ballistic missile (ASBM) launched from Iranian-backed Houthi terrorist-controlled areas in Yemen over the Gulf of Aden. The ASBM was likely targeting the MV… pic.twitter.com/MppinZTpTi
— U.S. Central Command (@CENTCOM) April 24, 2024