სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შესაძლოა, გაუქმდეს
საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
პირველი არხის ინფორმაციით, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.
კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა.