სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შესაძლოა, გაუქმდეს

12:35, 12.11.2017

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა.

მსგავსი