სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მოსახლეობას შეხვდა.
გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის წევრებმა მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს, რომელზეც, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებია ჩამოთვლილი.
მოძრაობის დამფუძნებლის ია მეტრეველის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია, თანამოქალაქეებს შეახსენონ ის მძიმე ვითარება და საშინელი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს და მოუწოდონ, ხმა არ მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.