სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარეობს აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

15:00, 28.12.2022

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

აქციის შესახებ მოწოდება გუშინ გააკეთეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა და გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.

მსგავსი