საჯარო და კერძო სექტორებს შორის საპენსიო რეფორმის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე – „საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ უპირატესობები და გამოწვევები“ მიმდინარეობს.
შეხვედრის მიზანი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის წამყვან კომიტეტში მოსმენამდე მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირება და მთავარ პინციპებზე შეთანხმებაა.
დისკუსიაში მონაწილეობენ პარლამენტის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს, პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. სავალდებულო კომიტეტებზე გასვლის შემდეგ მას წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით იმართება.