საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება
საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„კიდევ ერთი ინიციატივა ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა გავათავისუფლოთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, ამ შეღავათით მნიშვნელოვნად წავახალისებთ იმას, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შუწყობს კომპანიებს, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მათი საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება.