საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, საგარეჯოდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. მსუბუქ მანქანაში მყოფი მეოთხე მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.