საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი მოცურდა და ჯერ – მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა შვიდი მგზავრი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.