საგარეჯო-გომბორის გზა მთიდან ჩამოცვენილმა ქვებმა ჩახერგა
საგარეჯო-გომბორის გზა მთიდან ჩამოცვენილმა ქვებმა ჩახერგა

საგარეჯო-გომბორის გზაზე მთიდან ჩამოცვენილმა ქვებმა საავტომობილო გზა ჩახერგა.

პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.