გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა 
გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა 

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სოფელ კობაძეებთან თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა მათი ამოყვანა შეძლეს და ორივე სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.