დიდთოვლობის მიუხედავად, თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე ამ ეტაპზე შეზღუდვები არ არის
დიდთოვლობის მიუხედავად, თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე ამ ეტაპზე შეზღუდვები არ არის

თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე, გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე საათია, გადაუღებლად თოვს. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზა თოვლისგან იწმინდება.

„დილას ოთხი საათიდან ტექნიკამ დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თოვა არ შეწყდება. ავტოტრანსპორტისთვის ამ ეტაპზე შეზღუდვები არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გომბორის უღელტეხილზე არის მკვეთრი მოსახვევები და ციცაბო დაღმართები. აქედან გამომდინარე, მძღოლებს ვურჩევთ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ასეთ ამინდში ზაფხულისა და ასევე გაცვეთილ საბურავებიანი მანქანით გადაადგილება ამ მონაკვეთზე“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორის უღელტეხილის მიმართულებით მოძრაობაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.