გომბორის უღელტეხილზე თოვლი მოვიდა
გომბორის უღელტეხილზე  თოვლი მოვიდა

გომბორის უღელტეხილზე თოვა წუხელ ღამით დაიწყო, თუმცა გზის სავალ ნაწილზე თოვლი შედარებით გამდნარია, ამის შესახებ პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოძრაობა საავტომობილო გზაზე თავისუფალია, თუმცა, ამის მიუხედავად, საგზაო სამმართველო უღელტეხილის მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს სიფრთხილისკენ და ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გამთენიიდან ჩვენი ტექნიკაა მობილიზებული, ვცდილობთ გზაზე შეფერხებები არ შეექმნათ მანქანებს, თუმცა შუამთიდან ზევით უკვე ინტენსიურად თოვს და ქარია, მძღოლებს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით სიარულისას ნუ გარისკავენ და გაცვეთილი ან ზაფხულის საბურავით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ამინდი ყოველ წუთს იცვლება და თუ ტემპერატურა დაეცა, ეს კიდევ უფრო სახიფათო იქნება მგზავრობისთვის“,- განუცხადა პირველ არხს თამაზ აბდულაშვილმა