საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. ემანუელ მაკრონს ბერლინში ელოდებიან.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის რეფორმის ამბიციური გეგმა იქნება.

საფრანგეთს და გერმანიას ევროკავშირის რეფორმასთან დაკავშირებით საერთო ხედვა აქვთ. გერმანია მზადაა , მაკრონის ინიციატივას დაუჭიროს მხარი, რაც ევროკავშირის ფინანსური სტრუქტურების შეცვლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მერკელმა და მაკრონმა ევროკავშირის რეფორმირების ერთობლივი გეგმა ივნისის ბოლომდე უნდა წარადგინონ.