ემანუელ მაკრონსა და სერჯიო მატარელას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

13:45, 13.02.2019

საფრანგეთისა და იტალიის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროკავშირში იტალია-საფრანგეთის როლზე ისაუბრეს.

ბოლო რამდენიმე დღეა იტალიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. საფრანგეთის ხელისუფლებამ იტალიიდან ელჩიც კი გამოიწვია. ამის მიზეზი იტალიის ვიცე-პრემიერის მიერ გავრცელებული ფოტო იყო, სადაც ის ყვითელჟილეტიანების ლიდერებთან ერთად იყო გადაღებული.

მსგავსი